"გაიხედეთ წინ, იფიქრეთ რისი გაკეთება შეიძლება აქ და ახლა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს"

მარკეტინგში, ეკონომიკაში, მენეჯმენტსა და ფსიქოლოგიაში ჩატარებული 25-წლიანი კვლევის შედეგად, ბრაიან თრეისი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტია ბიზნესის წარმატებით მართვასა და პირადი განვითარების საკითხში.

ის ისეთ სახელოვან კომპანიებსა და ბრენდებს უწევს კონსულტაციებს, როგორებიც BMW, IBM, Hayatt Hotels, Ritz Carlton, Toyota, Nissan, Mercedes Benz, Bank of America, Ernst & Young-ი და სხვა ცნობილი მსოფლიო ბრენდებია.

ბრაიან ტრეისი ავტორია ისეთი ბესტსელერების, როგორებიცაა "შეჭამე ბაყაყი", "ჩვევები მილიონ დოლარად", "მაქსიმალური წარმატება", "მართე შენი დრო და გაიორმაგე შედეგები" და სხვა. მისი წიგნები თარგმნილია 20 ენაზე.

გთავაზობთ ბრაიან თრეისის რჩევებს წიგნიდან "შეჭამე ბაყაყი":

"წინასწარ დაგეგმეთ ყოველი დღე, კვირა, თვე. ჩამოწერეთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც აპირებთ მომდევნო 24 საათის განმავლობაში. დაამატეთ სიას ახალი საქმეები. შეადგინეთ გეგმა ყველა თქვენი პროექტისთვის და იმ დიდი მრავალამოცანიანი სამუშაოსთვის, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისთვის.

ვინც დროის მართვას ისწავლის, ის საკუთარი პიროვნებისა და ზოგადად, ცხოვრების მართვას შეძლებს. რეალურად ეს არის მოვლენების მართვის უნარი. დროის მართვა არის სამუშაოს რიგის მიხედვით დალაგების უნარი. იმისთვის, რომ თქვენს საქმიანობაში და, საზოგადადოდ, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, უნდა შეგეძლოთ პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი თანამიმდევრობის მკაცრად დაცვა.

განსაზღვრეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც სამსახურში გაკისრიათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მთელი დღე რომ მხოლოდ ერთ ამოცანას დავუთმო, რომელ მათგანს შეუძლია ჩემს კარიერას ყველაზე დიდი შედეგი მოუტანოს“ აირჩიეთ სამი „დიდი ამოცანა და მთელი სამუშაო დრო მათ შესრულებას დაუთმეთ.

დღესვე შეადგინეთ პროექტი, როგორ ისწავლოთ დამოუკიდებლად. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ხართ სტუდენტი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რაღაც ისწავლოს. პროფესიონალისთვის სკოლა არასდროს მთავრდება.

იაზროვნეთ პოზიტიურად. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. ნუ გააკრიტიკებთ და დაადანაშაულებთ სხვებს, ნუ იწუწუნებთ, ნუ მოჰყვებით საკუთარი თავის მართლებას ნაცვლად იმისა, რომ იმუშაოთ. გაიხედეთ წინ, იფიქრეთ რისი გაკეთება შეიძლება აქ და ახლა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. სხვა დანარჩენი თანდათან მოწესრიგდება.

მარკ ტვენმა ერთხელ თქვა: „თუ ყოველ დილით ცოცხალ ბაყაყს შეჭამ, ეს იქნება ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მოხდეს“. თქვენ შემთხვევაში „ბაყაყი“ არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც შეუსრულებელი დაგრჩებათ, თუ რამეს არ მოუხერხებთ. ეს არის ამოცანა, რომელიც უდიდეს და დადებით გავლენას მოახდეს თქვენს ცხოვრებაზე და ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოგიტანთ".