დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ქვეყანაში რეკლამაზე დანახარჯებს 101 მილიონი დოლარით შეამცირებს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში რეკლამაზე დანახარჯები წლიურად 70 მილიონი ფუნტით (101,7 მილიონი დოლარი) შემცირდება.

სააგენტო ZenithOptimedia-ს მონაცემებით, თუ ბრიტანელები 23 ივნისს გასამართ რეფერენდუმში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭერენ მხარს, 2030 წლისთვის დიდი ბრიტანეთის სარეკლამო ინდუსტრია 1 მილიარდ ფუნტს (1,45 მილიარდი დოლარი) დაკარგავს რეკლამაზე დანახარჯების შემცირების გამო.

„გარდა ამისა, 2030 წლისთვის დიდ ბრიტანეთს ქვეყნი ევროკავშირიდან გამოსვლა მშპ-ის 6,2% დაუჯდება“, -აღნიშნავს ZenithOptimedia.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირიდან გამოსვლის ეფექტი პირველივე თვეებში არ აისახება ქვეყანაზე.

„რეფერენდუმში დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, 2016 წელს დიდ ბრიტანეთში სარეკლამო დანახარჯები 9,2%-ით გაიზრდება. თუმცა, ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში,2017 წელს სარეკლამო დანახარჯების ზრდა 3,9% იქნება, ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში კი 4,3%“, - ნათქვამია ZenithOptimedia-ს კვლევაში.

დიდი ბრიტანეთში რეფერდნუმი, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ დარჩება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში 23 ივნისს გაიმართება.