ჰაკერებმა ცუკერბერგის პაროლი გაასაჯაროეს

ჰაკერების დაჯგუფება Ourmine-მა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის Instagram-ზე, Twitter-ზე, LinkedIn-ზე და Pinterest-ზე

"ფეისბუქის" დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის არსებული პირადი გვერდები გატეხა და ამერიკელი მილიარდერის მოქმედი პაროლები გაასაჯაროა.

ჰაჯერების განცხადებით, ცუკერბერგის პაროლი საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა - dadada.

Mashable-ის ინფორმაციით, თუ ჰაკერების ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ-კორპორაციის ხელმძღვანელმა ძალიან სუსტი პაროლი შეარჩია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ცუკერბერგის შემთხვევა მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეარჩიო სუსტი პაროლი, გამოიყენო ის რამდენიმე საიტზე და არ გამოცვალო წლების განმავლობაში.

აღნიშნულ ინფორმაციაზე Facebook-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

კოკა კვირკველია