ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყეების გაჩეხვა აკრძალა

ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყეების გაჩეხვაზე უარი თქვა.

ქვეყნის ხელისფლებამ დააკმაყოფილა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თხოვნა, შემოეღო აკრძალვა ტროპიკული ტყეების გაჩეხვაზე.

ამასთან ერთად, ნორვეგიაში აღარ გამოიყენებენ და დაამზადებენ პროდუქტებს, რომლებიც ტყის გაჩეხვას იწვევს.

რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად გაირკვა, რომ 2000-დან 2011 წლის ჩათვლით ტროპიკული ტყეების გაჩეხვიდან დაახლოებით 40% სოიოს, პალმის ზეთისა და სხვა პროდუქტების მისაღებად გადამუშავდება.

ნორვეგიაში მიღებული ახალი კანონის მხარდასაჭერად, ქვეყნის ხელისუფლება მზად არის 214 მილიონი დოლარი გამოყოს მწვანე მცენარეების შენარჩუნებისთვის.