დაცულია თუ არა თბილისი?!

"პროცესი­ მართვადია, მაგრამ სტიქიისგან დაცვის 100%-იანი გარანტია არ არსებობს!"

ურთულესი მონაკვეთია მდინარე უკანახევის კალაპოტი, სადაც 2015 წლის 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრული სხეულია შეჩერებული და მდინარე ნაწილობრივ რეცხავს. არსებობს საშიშროება, რომ მეწყერი სწრაფად დაიძ­რას და გადაკეტოს ხევის კალაპოტი, შექმნას წყალსაცავი. ურთულესი გარემო პირობების გამო ვერ გავაკეთებთ დამცავ კედელს, დრენაჟებს

თბილისში დატრიალებული დიდი ტრაგედიიდან წელიწადი შესრულდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედ­ურების კვალი თითქმის­ წაშლილია - გვირაბები, გზები, ხიდები­ შეკეთდა ან თავიდან აშენდა... თუმცა­ კვალი სამუდამოდ დარჩა იმ ადამიანების გულში, რომელთაც ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგეს. რამდენიმე დღის წინ იმ გზას დავადექი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. წყნეთი-ბეთანიის საბე­დისწერო მონაკვეთზე, სადაც 13 ივნისის ღამით უხვ­ნალექიანობის გამო უზარმ­აზარი მეწყერი ჩამოიშალა, ნისლი­ იწვა. სატრანსპორტო გზის მონაკვეთი, რომელიც შარშან ამ დროს ჩახერგილი იყო, თავისუფალია. წყნეთიდან მოყოლებული გმირთა მოედნამდე უამრავი­ ცვლილებაა, ნაპირსამაგრი კედლების, ჯებირებისა და სხვა ნაგებობების სახით. თვალში საცემია წყნეთის­ ქუჩის მიმდებარედ 200 მეტრზე გაჭიმული­ დამცავი კედელი, რომელმაც ამავე ქუჩაზე მდებარე #13 საცხოვრებელი კორპუსის (არა მარტო­ მისი) მდგრადობა უზრუნველყო. სპეციალ­ისტების თქმით, შეკეთების და ნაწილობრივ თავიდან აშენების დროს გვირაბებში ერთი სიახლეც დაამატეს­ - წყალი ბეტონის იატ­აკზე მიედინება, რაც წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შემთხვევაში, გამორიც­ხავს ხის ან სხვა ნაშალი მასის ფსკერზე გაჭედვას. შვიდი გვირაბიდან ერთი, "მზიურის" მიმდებარედ არსებული, ხიდად გადაკეთდა.

სტიქიის პირველსავე დღე­ებში "კვირის პალიტრა" ცდილობდა დაედგინა, შეიძლებ­ოდა­ თუ არა წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ მოსახლეობის­ გაფრთხილება, რითაც ტრაგიკულ შედეგს თავიდან ავიცილებდით. მაშინვე ითქვა, რომ დრო აღარ იყო მოქალაქეების გასაფრთ­ხილებლად, მაგრამ ისე რომ ვყოფ­ილიყავით აღჭურვილი, როგორც დღეს, ალბათ, მსხვე­რპ­ლს მაინც ავიცილებდით თავიდან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, დღეს დაცული ვართ, თუმცა უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია არ არსებობს:

- ვერეს ხეობაში რამდენიმე ადგილას­ ნალექმზომები და ერთი მეტეოსადგური დავდგით. სვანიძის ქუჩის დასაწყისში მდინ­არის დონის მზომი დავაინსტალირეთ. მეწყრული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია მდინარე უკანახევის კალაპოტი, სადაც 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრული სხეულია შეჩერებული და მდინარე ნაწილობრივ რეცხავს. არსებობს საშიშროება, რომ მეწყერი სწრაფად დაიძ­რას და გადაკეტოს ხევის კალაპოტი, შექმნას წყალსაცავი. ურთულესი გარემო პირობების გამო ვერ გავაკეთებთ დამცავ კედელს, დრენაჟებს და ა.შ. ამიტომ უჩანეიშვილის ქუჩიდან, მდინარე უკანახევის კალაპოტში, სახიდე გადასასვლელთანაც დავაინსტალირეთ წყლის დონის მზომი. თუ კალაპოტში წყლის ნაკადის შემოსვლა შეწყდა, ე.ი. მეწყერმა გადაკეტა კალაპოტი და მომენტალურად შეგვიძლია, არ ვაცალოთ დაგუბება­, შემდეგ კი დაბალი მუხტებით დავშალოთ მეწყრული ჯებირი, რათა წყალმა ბუნებრივად იდინოს. უსაფრთხოების მაღალი გარანტიისთვის სოფელ წვერის მიმდებარედაც დავაინსტალირეთ წყლის დონის მზომი.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 13 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ლომიძე