მეწარმეს 45176,00 ლარის ღირებულების საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 45176,00 ლარის ღირებულების საქონელი მეწარმეს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 45176,00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი სენაკში გამოვლინდა.

”კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფორდის მარკის მანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთ-ერთი შპს-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 45176,00 ლარი შეადგინა”, - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.