გიორგი კვირიკაშვილი - ტურისტების მოზღვავების დროს სახელმწიფო კერძო სექტორს უფრო მეტად უნდა დაეხმაროს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ტურისტების მოზღვავების დროს სახელმწიფო კერძო სექტორს უფრო მეტად უნდა დაეხმაროს.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის პროექტის Check in Georgia ფარგლებში ჩატარებულ კონცერტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიებები ძალიან კარგად ჩატარდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამინდმა გარკვეულწილად შეფერხებები შექმნა ბათუმის კონცერტის შემთხვევაში, მართლაც ძალიან დიდი დასწრება იყო და ბათუმმა ნახა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე. ეს ეხება როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ისე აჭარის ა/რ ხელისუფლებას, ვინაიდან კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის. ალბათ, მომავალში ეს გასათვალიწინებელი იქნება, უკეთესი კოორდინაცია იქნება საჭირო. ეს უფრო ეკონომიკურ ბლოკს ეხება და არა კულტურის სამინისტროს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.