გიორგი კვირიკაშვილი - კომპანიების შექმნის პროცესი გაგრძელდება

კომპანიების შექმნის პროცესი გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დღეს ვიხილავთ პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანია „ვუდმასტერისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზიების შესახებ განკარგულების პროექტს. აღნიშნულ კომპანიას 1 ლარად გადაეცემა ფართი. იგეგმება 50 ადამიანის დასაქმება და მილიონ 793 ათას ლარიანი ინვესტიციის განხორციელება. ეს პროგრამა ძალიან აქტიურად გრძელდება. ინტერესი ისევ არ აკლია და ამ პროგრამის შედეგები თანდათან დადგება. დღეს უკვე არაერთი კომპანიაა გახსნილი და მომავალშიც ყოველდღიურად ვნახავთ ახალ და ახალ კომპანიებს, რომლებიც იქნებიან ამ პროგრამის მონაწილეები, როგორც „აწარმოე საქართველოში“, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. კომპანიების შექმნის პროცესი გაგრძელდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ინტერესზე მეტყველებს ახალი კომპანიების შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.