წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ აშენებულმა დამცავმა კედლებმა ჩამოშლილი მასის შეჩერება უზრუნველყო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

”2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ააშენა რკინა-ბეტონის მონოლითური დამცავი კედლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, - აცხადებენ მერიაში.