გიორგი ჭირაქაძე საელჩოებში კომერციული ატაშეების დანიშვნას საინტერესო იდეად აფასებს

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე საზღვარგარეთ საელჩოებში კომერციული ატაშეების დანიშვნას საინტერესო იდეად აფასებს.

როგორც გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რაც უფრო მეტად მოხდება მთავრობის მხრიდან ქვეყნის ბიზნესის ლობირება საზღვარგარეთ, ეს არის ძალიან კარგი.

„ძალიან საინტერესო იდეაა. დეტალების საქმის კურსში არ ვარ, ზოგადად, რაც უფრო მეტი იქნება მთავრობის მხრიდან ლობირება ქვეყნის ბიზნესისა საზღვარგარეთ, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, საუბარი იყო ექსპორტის მხარდაჭერაზე, ასევე იმპორტთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.

„ქვეყანაში მთავარი რაც გვჭირდება, არის ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის გარეშე ეკონომიკა არ განვითარდება, ამიტომ, რაც უფრო მეტს გააკეთებს სახელმწიფო, მთავრობა, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ ყველანი მოხარულები და მხარდამჭერები ვართ ამის“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

საქართველო კომერციული ატაშეს ინსტიტუტს ქმნის, ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.