საქართველოში პირველად ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების კონგრესი გაიმართება

საქართველოში პირველად კომპანია Cbonds-ის რიგით მე-13, დსთ-ს, ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების კონგრესი გაიმართება. ამის შესახებ გალტ & თაგარტი-ს ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი. აღნიშნული ღონისძიება 16-17 ივნისს გაიმართება და განხილული იქნება ადგილობრივი და ევრო-ობლიგაციების ბაზრების განვითარების საკითხები რუსეთში, დსთ-ს, ბალტიისპირეთისა და კავკასიის ქვეყნებში. კონგრესის გენერალური პარტნიორია გალტ & თაგარტი.