დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა.

დღემდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობდა, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იკავებდნენ.