კომერციული ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დაინიშნება

კომერციული ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დაინიშნება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ”დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება.

”კომერციული ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დაინიშნება. მან შეიძლება დაფაროს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა და მისი ძირითადი ამოცანა იქნება ექსპორტის წახალისების, ინვესტიციების მოზიდვის და იქ არსებული ჩვენი ბიზნესის დაცვა”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.