აშშ „რბილი ძალის“ ქვეყნების ლიდერია

ლონდონურმა PR სააგენტომ Portland მიმდინარე წლის „რბილი ძალის“ მქონე ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი სახელწოდებით The Soft Power, 30 ქვეყანას მოიცავს და იმ ქვეყნებისგან შედგება, რომლებიც სხვა ქვეყნებზე ზეგავლენას არა იარაღითა და ფულით, არამედ კულტურითა და სხვა სამოქალაქო ღირებულებებით ახდენენ.

წლევანდელ რეიტინგში ლიდერი შეიცვალა და აშშ გახდა, ხოლო შარშანდელი ლიდერი დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. მესამეზეა გასული წლის მეორეადგილოსანი გერმანია. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ საფრანგეთი და კანადა.

რაც შეეხება დებიუტანტებს, პირველად 30-ეულში აღმოჩნდა რუსეთი 27-ე ადგილზე, უნგრეთი - 26-ე და არგენტინა 30-ე პოზიციაზე.

Portland-ის შემაჯამებელი რეიტინგი იქმნება ორი მდგენელისგან - ესენია ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლები - წილით 70% და 30%. ობიექტურ ნაწილს მიეკუთვნება ბიზნეს კლიმატი, კულტურა, ინფორმატიზაცია (digital), სახელმწიფო მმართველობა, შიდა პოლიტიკა და განათლება.

სუბიექტურ მაჩვენებლებში კი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები ხვდება. რესპოდენტებს ევალებათ შეაფასონ ქვეყნების სამზარეულო, მოქალაქეების დამოკიდებულება ტურისტების მიმართ, ტექნოლოგიები, ფუფუნების საგნები, ქვეყნების წილი მსოფლიო კულტურაში და ასევე ნდობა ქვეყნის მიმართ საერთაშორისო არენაზე.

ტოპ 30 ასე გამოიყურება:

1. აშშ

2. დიდი ბრიტანეთი

3. გერმანია

4. კანადა

5. საფრანგეთი

6. ავსტრალია

7. იაპონია

8. შვეიცარია

9. შვედეთი

10. ნიდერლანდები

11. იტალია

12. ესპანეთი

13. დანია

14. ფინეთი

15. ნორვეგია

16. ახალი ზელანდია

17. ავსტრია

18. ბელგია

19. სინგაპური

20. ირლანდია

21. პორტუგალია

22. სამხრეთ კორეა

23. პოლონეთი

24. ბრაზილია

25. საბერძნეთი

26. უნგრეთი

27. რუსეთი

28. ჩინეთი

29. ჩეხეთი

30. არგენტინა

კოკა კვირკველია