ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქე ზაზა პატარაია დააკავა.

როგორც  საგამოძიებო სამსახურში განახცადეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განახორციელა უსაქონლო ოპერაცია, რა დროსაც შპს „მედვოუ-ჯორჯიას“ სახელით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ყალბად დააფიქსირა 300 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურის - ანგიოგრაფიის დანადგარის გაყიდვა ერთ-ერთ იურიდიულ პირზე.

აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ზაზა პატარაიამ მოითხოვა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 40%-ის, 120 000 ლარის გადახდა, საიდანაც წინასწარ ავანსის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.