SOCAR-ის 600-მდე თანამშრომელი CAT-ის გამძლე სმარტფონით აღიჭურვება

3 ივნისს „სოკარ ჯორჯია გაზ“-მა და „CAT Phones Georgia“-მ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სოკარის ინჟინრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე სმარტფონით – CATS30-ით აღიჭურვებიან.

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილეს პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას ემსახურება. კომპანიებს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, სამუშაო პროცესში CAT-ის წყალგაუმტარი და დარტყმაგამძლეს მარტფონები სოკარის თანამშრომლების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფენ.

Caterpillar® 1925 წელს ამერიკაში დაარსდა. ის მსოფლიო ლიდერია სამშენებლო და სამაღარო ტექნიკის, ძრავების და საველე სამუშაოებთან დაკავშირებული სხვა პროდუქტების წარმოებაში. 2012 წელს კომპანიამ დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი მობილური ტელეფონების წარმოება დაიწყო. მას შემდეგ, CAT-ის მობილური ტელეფონები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარისხის და გამძლეობის ეტალონად ითვლება. ისინი აქტიურად გამოიყენება მშენებლობასა და ნავთობის მომპოვებელ სამუშაოებზე. CAT-ის ტელეფონები ასევე პოპულარულია მონადირეებს, მეთევზეებსა და უბრალოდ აქტიური ცხოვრებით დაკავებულ ადამიანებს შორის. საქართველოში, მობილურ ტელეფონების ბიზნესში CAT-ის ექსკლუზიურ პარტნიორს CAT PhonesGeorgia წარმოადგენს.