ბიძინა ივანიშვილი - ქუთაისში, ქალაქგარეთ საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი ქალაქგარეთ აშენდება. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედიასაშუალებებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისთან ახლოს არის უნიკალური ადგილი და ამ ადგილთან დაკავშირებით მან თანხმობა განაცხადა.

”ქუთაისთან ახლოს არის უნიკალური ადგილი ტყეში. 200 ათასი ტონა მიწაა შესატანი. მეუბნებიან, როგორ ვქნათო და მე ვპასუხობ, რომ აუცილებლად იქ უნდა გაკეთდეს ისევე, როგორც საზღვარგარეთ არის ტენდენცია, რომ ქალაქგარეთ იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. ჩემი თანხმობა უნდოდათ და მე გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე. იქნება სახელმწიფო სსიპ, ისევე როგორ სამეცნიერო ცენტრი და მიიღებს დაფინანსებას. თუმცა, სახელმწიფო არ იქნება კერძო მესაკუთრე, იქნება მხოლოდ კერძო დამფინანსებელი”, - განაცხადა ივანიშვილმა.