საპარტნიორო ფონდს Central Asia Guahgtohg-ის დელეგაცია ესტუმრა

საპარტნიორო ფონდს Central Asia Guahgtohg-ის დელეგაცია ესტუმრა. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ჩინური დელეგაცია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიძინ ფინის ინიციატივით იმყოფება. Central Asia Guahgtohg-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში გამართეს. ჩინური დელეგაცია ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძესა და საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა Central Asia Guahgtohg-ის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, სტრუქტურა, ფუნქცია და მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.

თავის მხრივ, Central Asia Guahgtohg-ის დელეგაციის წევრებმა საინვესტიციო წინადადებები წარადგინეს. ჩინური მხარე მზადაა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირება განახორციელოს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. საუბარი შეეხო შესაძლო ერთობლივ სამომავლო პროექტებს.