შპს ”სტარვიზია” ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელით გავრცელების არეალს აფართოებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 9 ივნისს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა შპს „სტარვიზიის“ მოთხოვნა ციფრულ მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო ქსელით გავრცელების გეოგრაფიული არეალის გაფართოების თაობაზე.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, შპს „სტარვიზია“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, რომელიც ტელემაუწყებლობას ინტერნეტ ტექნოლოგიით და საკაბელო ქსელის გამოყენებით ახორციელებდა.

კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიამ ციფრული მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო ქსელით რუსთავის, ბოლნისის, მარნეულის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, გორის, ხაშურის, ჭიათურას, ზესტაფონის, ქუთაისის, ხონის, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ბათუმის, ბორჯომის და ახალციხის მულტიპლექსებით გავრცელების უფლება მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.