კამპანია საგზაო უსაფრთხოებისთვის

საქართველოს სატრანსპორტო გზებზე მოძრაობა საკმაოდ სახიფათოა. ამის შესახებ, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ. საფრთხის შემცველი მიზეზები კი მრავალმხრივია. განსაკუთრებულ აქცენტს თემით დაინტერესებული ორგანიზაციები მძღოლების მხრიდან საერთაშორისო ავტომაგისტრალებზე მოძრაობის ნიშნებისა და წესების არასაკმარის ცოდნაზე აკეთებენ. "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ცნობიერება საკმაოდ დაბალია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სიფრთხილის გამოჩენა ახალ ავტომაგისტრალებზე მოძრაობისას.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" უკვე წლებია თანამშრომლობს სახელმწიფო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მუშაობს საქართველოს საავტომობილო გზებზე მეტი უსაფრთხოებისათვის. ფონდის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მასშტაბური კამპანიისა, ის კიდევ უფრო ხანგრძლივი და ეფექტური უნდა გახდეს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე