ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად, ნავთობის ფასმა ზრდა დააფიქსირა.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსი გაიზარდა 1,3%-ით (59 ცენტი) და ბარელისთვის 47,78 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა 0,8-ით იმატა (37 ცენტრი) და 46,58 აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების განმარტებით, ბაზარზე დადებითი ტენდენცია გამოწვეულია იმ რისკების შემცირებით, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლას უკავშირდება.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითზე დაგეგმილი რეფერენდუმი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნავთობის ბაზრის დინამიკაზე უარყოფით გავლენას ახდენდა და ინვესტორებს სარისკო ოპერაციებისგან აკავებდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში, პროევროპელი დეპუტატის ჯო კოქსის მკვლელობის გამო „ბრექსიტის“ მხარდაჭერის კამპანია შეჩერდა, გაიზარდა ინვესტორების ინტერესი სარისკო აქტივების მიმართ.