რუსეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვმა 22,7 მილიონს მიაღწია

რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც ოფიციალურად ირიცხებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ანუ იმ მოქალქეების რაოდენობამ, რომლებიც ფიქსირებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, 22, 7 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 8,3 მილიონით მეტია 2015 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებზე, როდესაც „როსსტატის“(რუსეთის სტატისტიკის სამსახური) ინფორმაციით, ეს რიცხვი 14,4 მილიონი იყო.

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღარიბი მოსახლეობის რიცხვმა ქვეყნის საერთო მოსახლეობაში 15,7% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეექვსე რუსი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია არ შეიცავს ყირიმისა და სიმფეროპოლის მონაცემებს.

„როსსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში საარსებო მინიმუმმა 9776 რუბლი შეადგინა, მათ შორის შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის 10524 რუბლი, პენსიონერისთვის - 8025 რუბლი და ბავშვებისთვის - 9667 რუბლი.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში საარსებო მინიმუმი 10 ათას რუბლს მიუახლოვდა და როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტი გახდა ღარიბების რაოდენობის ზრდის მიზეზი.

კოკა კვირკველია