ჰაკერებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ტვიტერის“ რამდენიმე გვერდი გატეხეს და ლგბტ თემის აღმნიშვნელი ფოტო გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ტვიტერის“ რამდენიმე გვერდი გატეხეს და იქ ლგბტ თემის აღმნიშვნელი ფოტო გამოაქვეყნეს. CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა საკუთარ თავზე აიღო.

ჰაკერმა მეტსახელად WauchulaGhost -მა განაცხადა, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ექსტრემისტების 250-მდე „ტვიტერის“ გვერდის გატეხვა შეძლო. თავიდან იქ პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოებს აქვეყნებდა, უკანასკნელი პოსტი კი ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარ თავდასხმას მიუძღვნა.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა, მე კი გავიფიქრე, რომ ამ ადამიანების დასაცავად და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ რაღაცის გაკეთება შემეძლო“, - აღნიშნა ჰაკერმა.

Anonymous-ის ჰაკერებმა გასულ წლის ნოემბერში დაეშის წინააღმდეგ ონლაინ-კამპანია გამოაცხადეს.