ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს თემაზე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 20 ივნისს კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენცია 13.00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.