სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა წალენჯიხის გამგეობის წინ აქციას მართავს

წალენჯიხის რაიონის გამგეობის შენობის წინ, სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა გზის მშენებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. მათი განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა უკვე წლებია მათ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს და იმ შემთხვევაში, თუ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

ამ წუთებში გამგებელი გოგა გულორდავა აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა.