უკრაინულმა Bravo Airways-მა კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

უკრაინულმა ავიაკომპანია Bravo Airways-მა კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 19 ივნისს პირველი რეისი შეასრულა.ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”ტავ ჯორჯიადან” აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, ფრენები კიევის, „ჟულიანის“ აეროპორტის მიმართულებით 19 ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე, ყოველ კვირა დღეს, Boeing 735 ტიპის ხომალდით შესრულდება.

”ტავ ჯორჯიას” ცნობით, უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways 2012 წელს დაარსდა. 2015 წლიდან კომპანია აქტიურად ახორციელებს ჩარტერულ რეისებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.