ბათუმის ბულვარში „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნება

პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, დღეს „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნება.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სახლებში განთავსებულ დახლებზე წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია: ხალხური რეწვის ნიმუშები, ტყავის ხელნაკეთი ნივთები, კერამიკისა და ხის ნაკეთობები და სხვა. სოფელში ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ყველი, ჩაი და ჩურჩხელები. მოსული სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ საყვარელი პროდუქცია.

სოფელი ყოველ დღე - საღამოს 18:00 საათიდან, ფოლკლორული კონცერტების პარალელურად იფუნქციონირებს.

„საფესტივალო სოფელი“ 10 სექტემბრის ჩათვლით ყოველ დღე გაიმართება.