ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1805 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1805 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1790 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4694 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4512 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.