ექსპერტები რეცეპტების სისტემის მონიტორინგს ითხოვენ

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ზრდაზე მიუთითებს - საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით მოსახლეობაში გენერიულ მედიკამენტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა 21.3%-ით არის შემცირებული. კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ბრენდულ მედიკამენტებზე ფასნამატის დონე 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 40%-ს მიაღწია. გენერიკების ფასნამატის დონე კი 63.5%-მდე გაიზარდა. მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად სპეციალისტები მთავრობის მხრიდან ჯანდაცვის სფეროზე დახარჯული თანხების მიზნობრიობის ცვლილებას ასახელებენ. ექსპერტების კიდევ ერთი ძირითადი რეკომენდაცია რეცეპტების სისტემის ქმედითი მონიტორინგის დანერგვას ეხება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე