იახტების მწარმოებელი ლიდერი იტალიური კომპანია FERETTI GROUP საქართველოში შემოდის

UGT Group-ის შვილობილმა კომპანია Caucasus Yachts-მა ხელი მოაწერა საპარტნიორო ხელშეკრულებას იტალიურ FERRETTI Group-თან, რომელიც მას კავკასიის რეგიონში პრემიუმ კლასის იახტების მიწოდებაზე ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას ანიჭებს. Caucasus Yachts აგრეთვე განახორციელებს იახტების სრულფასოვან მენეჯმენტს და ტექნიკურ მომსახურებას.

საპარტნიორო ხელშეკრულების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო Tbilisi Marriott-ში. შეხვედრაზე UGT Group-ს წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და UGT Group-ისპრეზიდეტი ბ-ნი გიორგი ჭირაქაძე და Ferretti Group-ს წარმოადგენს კომპანიის კომერციული დირექტორი ბ-ნი სტეფანო დე ვივო.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების ახალი ნაკადების მოზიდვას და საზღვაო-სანაოსნო სფეროში ახალი სამუშო ადგილების შექმნას, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ზრდის დაჩქარებას “აღნიშნა ბატონმა გიორგი ჭირაქაძემ.

„მოხარული ვართ ჩვენი საქმიანობის გაფართოებით აღმოსავლეთ ევროპაში და კერძოდ, საქართველოში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანაში, რომელიც ხასიათდება სწრაფი ეკონომიკური ზრდით,“ - აღნიშნა ბატონმა სტეფანო დე ვივომ. „ჩვენი იახტების განსაკუთრებულობას აუცილებლად დააფასებენ ისე თქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ძალიან ვაფასებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გვემუშავა ისეთ კომპანიასთან, როგორიცაა Caucasus Yachts, რომელიც UGT Group-ის შვილობილი კომპანიაა. ეს ის ჯგუფია, რომელსაც ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური პოზიცია უკავია. ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშესთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით Ferretti Group-ი შეძლებს წამყვანი პოზიციები დაიკავოს კავკასიის რეგიონში.“