"მთავრობამ ექვსი გაზგასამართი სადგური დახურა და ამ ფირმას, რომელსაც სენაკში გაზის ქსელიც აქვს, განადგურებით ემუქრებიან"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თბილისში გამართული ეკონომიკური ფორუმის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესის თავისუფლებით იწონებდა და ტრადიციულად მაამებლურად განწყობილი მეწარმეები კვერს უკრავდნენ, მთავრობამ ბიზნესი დაატერორა. ექვსი გაზგასამართი სადგური დახურა და ამ ფირმას, რომელსაც სენაკში გაზის ქსელიც აქვს, განადგურებით ემუქრებიან. ეს ის ფირმაა, რომელიც გავაკრიტიკეთ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. მთავრობა ასეთი უკანონო ქმედებით და მესაკუთრეთა დაპატიმრების მუქარით აიძულებს გაზპრომთან ხელშეკრულების გაუქმებას, რადგან არ აწყობთ წინასაარჩევნოდ გაზპრომთან საკუთარი ცოდვების გამჟღავნება.

როცა სჭირდებოდათ, ამ კომპანიას ყველანაირად უწყობდნენ ხელს გაზპრომთან სათანამშრომლოდ, ახლა უდროო დროს გამოუვიდათ ეს საქმე და ატერორებენ.

ვინ წარმოიდგენდა, რომ გაზპრომთან მოთანამშრომლე ფირმა ჩვენი დასაცავი გახდებოდა.

ბიზნესასოციაცია ივანიშვილის ფორუმის გალამაზებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ მეწარმეთა ინტერესების დაცვით. ვნახოთ, თუ დაინტერესდება ამ საქმით. ბიზნესომბუდსმენზე არაფერს ვამბობ", - წერს გოცირიძე.