იაცეკ სარიუშ-ვოლსკი - საქართველოს მთავრობა ცდილობს, ქვეყანაში „გაზპრომის“ მეტი გაზი შემოვლითი გზებით შემოიტანოს

საქართველოს მთავრობა ცდილობს, საქართველოში „გაზპრომის“ მეტი გაზი შემოვლითი გზებით შემოიტანოს და ამისთვის კერძო კომპანიებს იყენებს.

ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრი და “ევროპის სახალხო პარტიის” ვიცე პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ინფორმაციას, რომლის თანახმად „გაზპრომი“ ქართულ კომპანიას 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის.

16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართულმა კომპანია „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ შესაბამის კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის.

კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.