ვარშავის სამიტზე TANAP-ისა და TAP-ის პროექტების რეალიზაციაზე იმსჯელებენ

ვარშავის სამიტზე, განხილვის ერთ-ერთი საკითხი ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) მილსადენების პროექტების რეალიზება გახდება.ამის შესახებ ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა მიხაელ რიულემ თურქულ სააგენტო „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ორივე პროექტს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„TANAP-სა და TAP-ს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შესამცირებლად“, - განაცხადა რუჰლემ.