კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, თბილისში დეციმეტრულ დიაპაზონში 25 კჰც ზოლის სიგანის ორი სიხშირის გამოყენებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე კომისიას შპს „ჯრ კომმა“ მიმართა. კომპანია სიხშირული რესურსის გამოყენებით ავტორიზებადი საქმიანობის (სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება B.M.2) განხორციელებას იურიდიულ პირების რადიოკავშირის სერვისით მომსახურებას გეგმავს. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება 2016 წლის პირველ ივლისის 17:00 საათამდე იწარმოებს, სააუქციონო სხდომა ამავე წლის 18 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 3 110 ლარს და 40 თეთრს შეადგენს, აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა 156 ლარს შეადგენს.