ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქციები 2017 წლის იანვრამდე გახანგრძლივდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.