Moody’s: დონალდ ტრამპი ამერიკული ეკონომიკისთვის საშიშია

პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური რეფორმების პროექტმა შესაძლოა აშშ-ის ეკონომიკის რეცესია გამოიწვიოს.

ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's იტყობინება.

Moody's-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში 4-წლიანი ყოფნის პერიოდში, აშშ-ში უმუშევრობის დონე 7%-მდე გაიზრდება, სამუშაო ადგილების რაოდენობა კი 3,5 მილიონით შემცირდება.

Moody's სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკული ეკონომიკა უფრო იზოლირებული გახდება და დასუსტდება. კერძოდ, შემცირდება სავაჭრო მოცულობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

დონალდ ტრამპის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი აშშ-ში ფიზიკურ პირებისა და კორპორაციებისთვის გადასახადების შემცირებაა, რაც ექსპერტების მოსაზრებით, აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს გამოიწვევს.