SAM RAAN სპა-ცენტრი გამარჯვებულად დასახელდა 4 ნომინაციაში საერთაშორისო კონკურსზე WORLD LUXURY SPA AWARDS

2016 წლის 18 ივნის, შვეიცარიაში, ქალაქ პონტრესინაში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე WORLD LUXURY SPA AWARDS ოთხ ნომინაციაში გამარჯვება SAM RAAN სპა-ცენტრმა მოიპოვა.

ნომინაციებში - LUXURY COUNTRY SPA, LUXURY DAY SPA, LUXURY URBAN ESCAPE, LUXURY EMERGING SPA -გამარჯვებული თბილისში მდებარე უნიკალური კომპლექსი გახდა.

„სამ რაან სპა“ – 2014 წლის ნოემბრიდან ერთგული მომხმარებლების საყვარელ ადგილად იქცა. ეს უნიკალური და საუცხოო კომპლექსია, რომელშიც შეგიძლიათ დატკბეთ განსაკუთრებული რიტუალებითა და სპა-პროცედურებით მთელი მსოფლიოდან, ისეთებით, როგორიცაა ტაილანდური მასაჟი, აღმოსავლური აბანო, გადახვევის ევროპული ტექნიკები, ჰიმალაიური მარილის ოთახი, ფლოტაცია (ტივტივი) მკვდარი ზღვის მინერალებიან აუზში, აზიური აბაზანები და სხვა მრავალი მომსახურება.

bpn

აუზი და ტრენაჟორების დარბაზი კარდიოვასკულარული სავარჯიშო მოწყობილობებით დაგეხმარებათ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში. ინსტრუქტორები და მწვრთნელები თქვენი თანმხლებნი იქნებიან ვარჯიშის დროს. ექსკლუზიურად მხოლოდ Sam Raan სპაში გამოიყენება და შეგიძლიათ შეიძინოთ ფრანგული ბრენდი - „ფიტომერის“ სახისა და ტანის მოვლის პროდუქცია. კოსმეტიკა დაფუძნებულია ზღვის მინერალებსა და წყალმცენარეებზე.

სპასთან არსებულ სალონში მიიღებთ ყველა სახის მომსახურებას: თმის მოვლა, შეჭრა-დავარცხნა, მანიკიური-პედიკიური. სპაში ასევე ფუნქციონირებს სოლარიუმი.

სპა-ცენტრი Sam Raan არის ადგილი, სადაც სილამაზე და სიმშვიდე უსასრულოდ გრძელდება.

„სამ რაან სპა“ სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას გთავაზობთ. გახდი კლუბის წევრი და აქ გატარებული დრო აღგიდგენთ ენერგიას და რელაქსაციას მოგგვრით.

www.samraan.com

მისამართი: 300 არაგველის ქუჩა, 24

ტელ: +995 32 215 77 15 +995 32 215 88 15

info@samraan.com

(R)