ევროპაში მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ევროკავშირი მილიარდობით ევროს დახარჯვას აპირებს

ევროპაში მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ევროკავშირი მილიარდობით ევროს დახარჯვას აპირებს. როგორც გამოცემა Süddeutsche Zeitung იტყობინება, ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის საზღვარებს გარეთ მრავალმილიარდიანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

უახლოესი 5 წლის განმავლობაში მიგრაციული კრიზისის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლაზე დამატებით 6 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის ვერნერ ჰოიერის თქმით, ევროპა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რომლებმაც დიდი რაოდენობით მიგრანტი მიიღეს.

თანხების გაგზავნა იგეგმება იორდანიაში, ლიბანში, ეგვიპტეში, მაღრიბის ქვეყნებში, ასევე სერბეთსა და ალბანეთში.

აღნიშნული თანხებით იგეგმება სკოლების მშენებლობა, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და სხვა სოციალური პროექტების განხორციელება.