რამ გამოიწვია ლარის კვლავ გაუფასურება

ერთთვიანი გამყარების შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეა ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

რა იწვევს ლარის კურსის ასეთ ცვლილებას და ხომ არ არის ეს გამოწვეული ხელოვნური ფაქტორებით, Allnews.ge ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.

"წინა დღეების შედეგების მიუხედავად, როცა გამყარების ტენდენცია იყო, აშკარაა, რომ კურსი არ იყო სტაბილური.

როდესაც კურსი დღეში რამდენიმე თეთრით იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ჯერ თავის წონასწორობისთვის არ მიუღწევია, ჩვენ გვახსოვს, რომ კურსი იყო 1.65 ან 1.74 და მთელი წლის განმავლობაში თითქმის, ერთიდაიგივე ნიშნული ფიქსირდებოდა, აქედან გამომდინარე, როდესაც მაღალია მერყეობა, დიდია იმის ალბათობა, რომ კურსმა არა მარტო გამყარების მიმართულებით შეინარჩუნოს წონასწორობა, არამედ პირიქით, გაუფასურების მიმართულებითაც.

"ბოლო დღეებში რაიმე მნიშვნელოვანი რყევები არ ყოფილა, რაც შეეხება სხვა მაკროეკრონომიკურ მაჩვენებლებს, ლარის გაუფასურების ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ალბათ არის რაიმე მსხვილი გადარიცხვები საზღვარგარეთ, ან მსხვილი საიმპორტო შესყიდვა ან საგარეო სესხი დაიფარა და საჭირო გახდა ერთდროულად ბევრი დოლარის შესყიდვა", - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

განაგრძეთ კითხვა

თეა ბეჟიტაშვილი