დიპლომატიურ სფეროში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი იქმნება

კანონში დაგეგმილი ცვლილებით, შემოდის ახალი დიპლომატიური თანამდებობა - კომერციული ატაშე. ამას ”დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

კომერციულ ატაშეს თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დანიშნავს.

კომერციული ატაშე ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეიძლება აკრედიტებული იყოს ორ ან მეტ სახელმწიფოში. კომერციული ატაშეს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოხდება.

საკითხს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.