ჩინეთში მსოფლიოს ყველაზე მძლავრი კომპიუტერი შექმნეს

მსოფლიოს ყველაზე მძლავრი კომპიუტერის განახლებულ რეიტინგს კიდევ ერთი ჩინური კომპიუტერი ჩაუდგა სათავეში, 93 პეტაფლოპის მქონე Sunway TaihuLight. მოწყობილობა ჩინეთის ქალაქ ვუხის ეროვნულ კომპიუტერულ ცენტრში ჩართეს. კომპიუტერი მაქსიმალური დატვირთვისას წამში 93,000 ტრილიონ კალკულაციას აკეთებს. ის ორჯერ უფრო სწრაფი და სამჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე წინა ლიდერი - ასევე ჩინური სუპერკომპიუტერი Tianhe-2.

მანქანას გააჩნია 10,5 მილიონი ლოკალური პროცესორის ბირთვი და 40,960 კვანძი. ის მუშაობს Linux-ის ოპერატიულ სისტემაზე.

მსოფლიოს სუპერკომპიუტერების ტოპ 500-ში ჩინეთი ამერიკას უსწრებს. რეიტინგში 167  ჩინეთის სუპერკომპიუტერი მოხვდა, ხოლო 165 ამერიკული. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ რეიტინგში მხოლოდ 28 ჩინური კომპიუტერი იყო და არც ერთი მათგანი ტოპ-30-ში არ ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში ამერიკის 4 კომპიუტერია, ხოლო ჩინეთის ორი, რომლებიც პირველ და მეორე ადგილებზე მოხვდნენ. სხვა პოზიციებზე აღმოჩნდნენ სუპერმანქანები იაპონიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და საუდის არაბეთიდან.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე