სავალუტო ფონდის ინფორმაციით, აშშ-ში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, აშშ-ში სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ ”ბიბისი” ფონდის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ფონდის ინფორმაციით, აშშ-ში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

აშშ-ის ეკონომიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ სიღარიბის პრობლემების მოსაგვარებლად აშშ-ის ხელისუფლებამ ზომები დაუყონებლივ უნდა მიიღოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაშინგტონს ურჩევს, გაზარდოს მინიმალური ხელფასის ზღვარი და მეტი ინვესტიცია ჩადოს განათლების სფეროსა და სოციალურ პროგრამებში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს აშშ-ში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელი 2,4%-ის ნაცვლად 2,2%-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე