ნიგერიაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში შიმშილობით 200 ადამიანი გარდაიცვალა

ნიგერიაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში შიმშილობით 200 ადამიანი გარდაიცვალა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ, რომ საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი სახლების მიტოვება დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმების გამო მოუწიათ.

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ, რომ ამჟამად დროებით ბანაკში, სადაც 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს, „კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაცია“ შეიქმნა.

გაცხადებაში ნათქვამია, რომ შიმშილობისა და სხვადასხვა დაავადების შედეგად ყოველდღე 30-მდე ადამიანი იღუპება.