კრისტინ ლაგარდი - რუსეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის” პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ამის შესახებ ლაგარდმა ვლადიმერ პუტინის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად რუსეთის ეკონომიკა ზრდას უკვე წელს დაიწყებს.

„რუსეთის ეკონომიკაზე პოზიტიური პროგნოზი არ გვაქვს. ჩვენ კვლავ მივიჩნევთ, რომ რუსული ეკონომიკა შეკუმშვას გააგრძელებს“, - განაცხადა ლაგარდმა.

მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, რუსეთში სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა 19 მილიონს შეადგენს.