მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე იზრდება

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე იზრდება. 1 სექტემბრიდან კი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პენსიონერთა პენსია 216 ლარი იქნება.

შესაბამისი დოკუმენტი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა.

როგორც ცნობილია, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ერთი-მესამედი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვისაა მიმართული.

ამავდროულად, მთავრობა აგრძელებს მუშაობას საპენსიო რეფორმაზე, რომელიც პენსიის დაგროვებითი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს.

ქრისტინე გამთენაძე