არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის მცდელობა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის მცდელობა გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ა.ს. მართავდა, 67,48 გრამი ოქროს ნაკეთობები ავტომობილის რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3392,5 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3392,5 ლარის ოდენობით.