71 ეკომიგრანტ ოჯახს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები დაუკანონდება

71 ეკომიგრანტ ოჯახს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდება. აღნიშნული საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

„დღეს ჩვენ გამოგვაქვს საკითხი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების თაობაზე. ეს არის მეორე ეტაპი. დღეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა 71 ეკომიგრანტ ოჯახს ეს სახლები და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ეს არის 44 სახლი და მიწის ნაკვეთი კახეთის რეგიონში და 27 - ქვემო ქართლში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით, რაც „მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები".