"ლარის დევალვაცია კომპანიების მიერ საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდება"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ლარი გამყარდება!

ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარის დევალვაცია კომპანიების მიერ საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდება. კერძოდ ვალის გადახდის გრაფიკის მიხედვით 2016 წლის მეორე კვარტალში, (მაისი-ივლისი) კომპანიებს სულ დასაფარი ჰქონდათ 210 მილიონი დოლარი. ვინაიდან ბიზნეს სექტორს უმეტესწილად შემოსავალი აქვს ლარში, ისინი დაელოდნენ ყველაზე ხელსაყრელ მომენტს დოლარის მოცულობითი შესყიდვის განსახორციელებლად.

2 კვირის წინ, როდესაც ლარის კურსი ბლუმბერგზე და გარე ბაზარზე მიუახლოვდა მეორე კვარტლის ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზს (1დოლარი / 2.10 ლარი), სწორედ ამ დროს განხორციელდა კომპანიის (ების) მიერ დოლარის მსხვილი შესყიდვა და საგარეო ვალდებულების დაფარვა. ერთბაშად 200 მილიონამდე დოლარის შესყიდვას ნამდვილად შეუძლია კურსის მოკლევადიანი გაუარესება 2.25-ის მიდამოში.

ყველა დანარჩენი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა შეიძლება, მოახდინოს ლარის კურსზე, ან ფულადი ნაკადების ცვლილებაზე, აბსოლუტურად პოზიტიურია. ლარი აუცილებლად გამყარდება!

P.S.

იხილეთ ეროვნული ბანკის სტატისტიკა", წერს მიხეილ დუნდუა.

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

bpn