დასავლეთ საქართველოში თხილის ნარგავებს ნაცარი გაუჩნდა

„შარშანდელთაან შედარებით წელს თხილის მცირე მოსავალი იქნება“

წელს თხილის მოსავალი ძალიან ცოტა იქნება, რადგან თხილის ნარგავებს ნაცარი გაუჩნდა - აცხადებენ ფერმერები. ნაცარი ძალზე საშიში დაავადებაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. განსაკუთრებით საშიშია თხილის ნაცარი, რომელიც თხილს ძალიან აზიანებს.

ამ უსიამოვნო მოვლენის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ზუგდიდის რაიონის მკვიდრი, ფერმერი დემურ ფიფია ესაუბრა:

დემურ ფიფია - წელს მოულოდნელად მოსულ ყინვას მერე წვიმებიც დაერთო და ტენიანობის გამო თხილს ნაცარი გაუჩნდა. შარშანდელთან შედარებით თხილს ისედაც მესამედი ასხია, თანაც, დაბალი ფასი აქვს: შარშან რომ 12 ლარი ღირდა, წელს 3,5 ლარი ღირს. ვუვლით, რაც შეგვიძლია ვშრომობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მე მაგალითად, მადლობელი ვიქნები, რა თანხაც ჩავდე ამ საქმეში, თხილის მოსავალმა ის მაინც თუ დაფარა.

ფერმერის თქმით, „ნაცარს შეწამვლა უნდა, რის საშუალებაც ბევრ გლეხს არა აქვს. არადა, ფოთოლი თუ გასცვივდა, 1-წლიანი ნარგავები კვდომას იწყებს და თხილის ბაღი თავიდან გასაახალგაზრდავებელი ხდება. ფაქტია, რომ შარშანდელთაან შედარებით წელს თხილის მცირე მოსავალი გვექნება“, - ამბობს ფერმერი.

ხათუნა ჩიგოგიძე