დიმიტრი ქუმსიშვილი - ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატი ადგილებზე მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს

ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატი ადგილებზე მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

”დარწმუნებით ვიცი რაზეც არის საუბარი, თუმცა ეს პრემიერის პრეროგატივაა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, რომელზეც გახდება უკვე დეტალები ცნობილი. დღეს რაც შემიძლია მოგახსენოთ, აღნიშნული პრინციპი ითვალისწინებს მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობას ადგილებზე”, - განაცხადა ქუმისშვილმა.

მთავრობა, მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.